სასწავლო პროექტის - „ზეზვასა და მზიას ნაკვალევზე“
რეფლექსია
ქ.თბილისის N
217 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მანანა ნუცუბიძე
1.რამდენად მნიშვნელოვანია და აქტუალური პროექტით
გათვალისწინებული საკითხები?
1999 წლის დმანისის
არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად დადგინდა, რომ „ზეზვა“ და „მზია“ პირველი ქართველები და პირველი ევროპელები
არიან, რაც მყარი არგუმენტია იმისა,რომ ქართველი ერი პრეისტორიული ხანის მქონე უძველესი
ცივილიზაციაა და მსოფლიო ისტორიაში საპატიო ადგილი უკავია. აღნიშნული თემის კვლევა და ანალიზი ესგ-სა და ზგემ-ის
შესაბამისად აამაღლებს მოსწავლეებში ეროვნული
თვითშეგნებისა და პატრიოტიზმის გრძნობას, საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმო
პატივისცემას და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, დაეხმარება მსოფლიო ცივილიზაციების
განვითარების ისტორიაში სწორად განსაზღვროს და შეაფასოს საკუთარი ერის ადგილი და მნიშვნელობა.
2.რამდენად ნათელია, მიღწევადი და ზგემ-ის შესაბამისი
პროექტის მიზნები ?
ვფიქრობ,პროექტის მიზნები არის
ნათელი,კონკრეტული და მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიღწევადი,ის შეესაბამება ზგემ-ის
დასახულ მიზნებს, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას
და პატრიოტული ღირებულებების
მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.ამასთან, პროექტის
აქტივობები ხელს შუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების,
ისტორიული წყაროების ანალიზის, დროში ცვალებადობის ინტერპრეტაციის, კომუნიკაციის , XXI საუკუნის სხვა უნარების
განვითარებას, სამოქალაქო კომპეტენციების
შემუშავებასა და სასკოლო საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებას. პროექტის
მიზნები უშუალო კავშირშია პროექტის შედეგებთან. აღსანიშნავია,რომ პროექტით
დასახული მიზნები ჩატარებული აქტივობების საფუძველზე პროექტის ბოლოს ჩვენს მიერ მიღწეულ
იქნა.
3. ვითვალისწინებ თუ არა სასწავლო პროცედურების დაგეგმისას
ესგ-ს მიზნებსა და სტანდარტებს?
პროექტის სასწავლო პროცედურების დაგეგმისას გათვალისწინებულია
ესგ-ს მიზნები და სტანდარტები სამივე ინტეგრირებული საგნიდან და სამივე კლასის მოსწავლეთა
შესაძლებლობების შესაბამისად (IX-X-XIკლ.):
ისტ.IX.5.
მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს
საგარეო
და
საშინაო
ფაქტორების
გავლენა
ქართული
სახელმწიფოს
წარმოშობასა
და
განვითარებაზე;
ისტ.IX.6.
მოსწავლეს
შეუძლია მსჯელობა
საქართველოში
არსებული
რელიგიებისა
და
მათი
აქ
გავრცელების
ისტორიული
მიზეზების
შესახებ;
ისტ.IX.7.
მოსწავლეს
შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების
შესახებ;
ისტ.X.
1. მოსწავლეს
შეუძლია
ანალიტიკური
მსჯელობა
ისტორიის
ქრონოლოგიისა
და
პერიოდიზაციის
საკითხებზე;
ისტ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობისა
და
მნიშვნელობის
ანალიზი;
ისტ.XI.7. მოსწავლეს
შეუძლია ამა
თუ
იმ
ქვეყნის
მატერიალურ
და
სულიერ
კულტურაზე
რელიგიის
გავლენის
ანალიზი;
ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში;
ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე, დაუკავშიროს
ორგანიზმთა
მრავალფეროვნება
ევოლუციურ
პროცესს;
უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (ცნობარის, ანოტაციის, დაიჯესტის და სხვა) შედგენა რუსულ ენაზე;
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედეგნა და შემოქმედებითი პრეზენტაცია
4. ვითვალისწინებ თუ არა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების
განვითარებას?
პროექტში გათვალისწინებულია
21-ე საუკუნის შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარება : ინფორმაციის
,წყაროების
კვლევისა
და
ანალიზის; ისტორიული ეპოქის ანალიზის; მასალის სტრუქტურულად დალაგების ; სქემების , რუკების ,ჩანაწერების შედგენის; კომუნიკაციის და თანამშრომლობის ; შემოქმედებითი მიდგომის; ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაციიის; თვალსაჩინოებების გამოყენება - შექმნის; ისტორიულ-ევოლუციური მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენის; საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მუშაობის და პრეზენტაციის ; შეფასების, ურთიერთშეფასებისა და
XXI საუკუნის სხვა
უნარებს.
5. პროექტის
დაგეგმისას გათვალისწინებულია თუ არა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
პროექტის დაგეგმვისას
გათვალისწინებულია პროექტის აქტუალობიდან გამომდინარე მიმართთულების მიმცემი - საკვანძო,
თემატური და შინაარსობრივი კითხვები,რომლებიც განსაზღვრავენ პროექტის აქტივობებისა
და მნიშვნელოვანი ცნებების არსს.
6. რამდენად მრავალფეროვანია პროექტში გათვალისწინებული
პროდუქტები, სტრატეგიები და რესურსები?
პროექტში გათვალისწინებული შესაქმნელი პროდუქტები,ცოდნის
დემონსტრირების ფორმები, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობდნენ,როგორც პროექტის მონაწილე
მოსწავლეები და მასწავლებლები,ისე აქტივობების ჩატარების დამსწრე საზოგადოება, მრავალფეროვანია
და გათლილია მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების
განვითარებაზე. ამ მხრივ გამოყენებულ იქნა
როგორც რაოდენობრივი კვლევის სტრატეგიები(ანკეტა,
კითხვარი, ,მონაცემთა ანალიზი), ისე თვისობრივი კვლევის მეთოდები(დაკვირვება,ფოკუს-ჯგუფები)
და შემდეგი სასწავლო აქტივობები - სამოდელო გაკვეთილები, გონებრივი იერიში, პრეზენტაცია,
კონფერენცია ,გაზეთი, საინფორმაციო ბუკლეტი, დისკუსია და სხვა. რომლებიც ასახულია პროექტის
აქტივობების გეგმაში, ხოლო მასალები ატვირთულია ბლოგზე- „ზეზვასა და მზიას ნაკვალევზე“.
მრავალფეროვანია პროექტში გათვალისწინებული რესურსებიც (ისტორიული წყაროები,სამეცნიერო
ლიტერეტურა, ციფრული ტექნოლოგიები,ინტერნეტ-საიტები,სასწავლო თვალსაჩინოება, საკანცელარიო
ინვენტარი და სხვა).
ამასთან ერთად, ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიების
გამოყენება ხელს უწყობს პროექტის თემის საფუძვლიანად ათვისებას და XXI საუკუნის უნარების
განვითარებას.
7. რამდენადაა გათვალისწინებული პროექტის აქტივობების
განხორციელებისას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შესაძლებლობები?
პროექტში გათვალისწინებულია როგორც სსსმ მოსწავლეები
ისე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები
და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები, სპეციალური
უნარები,საჭიროებები და ინტერესები. სსსმ მოსწავლეები ისგ-ის შესაბამისად ძლიერი და
სუსტი მხარეების გათვალისწინებით და აკადემიური,
შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით მონაწილეობდნენ
პროექტში; მაღალი აკადემიური კატეგორიის
მოსწავლეებისათვის გათვალისწინებული იყო შედარებით რთული დავალებები მყარი და
დინამიური ცოდნის მისაცემად - სიღრმისეული კვლევა
და შედარებითი ანალიზები,კოგნიტური
სქემებისა და დიაგრამების შედგენა,არჩეულ თემაზე წყაროების ანალიზი და საპრეზენტაციო
მასალის მომზადება და სხვა.
8. დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება თუ არა თეორიული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მოსწავლეთა შესაძლებლობებს?
ესგ-ის და ზგემ-ის მიხედვით პროექტის ყოველი
აქტივობა შეესაბამება საკვლევი თემაზე არსებული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას,მიღებული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენებას.რაც ხელს უწყობს პროექტით
გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო დავალებების სირთულე და მოსწავლეთა
ჩართულობა გათვლილია მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. პროექტის საგანმანათლებლო პროცესი თავისი არსით
მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ
მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც.
ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია მონაწილეთა ურთიერთკომუნიკაცია, კოოპერირება და თანამშრომლობა.
ამასთან, ქცევის თავისუფალი არჩევანი და დემოკრატიული
პედაგოგიური გარემო მოსწავლეთა აქტივობისა მოტავაციისა და სტიმულირების მნიშვნელოვანი
ფაქტორია.
აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია,
მათ საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებისა
და განვითარებისათვის მეტი სტიმული მისვა.
9. როგორ იკვეთება პროექტში სასწავლო დისციპლინების
კავშირი და ინტეგრირება?
პროექტში ინტეგრირებულია
სამი სასწავლო დისციპლინა - ისტორია, ბიოლოგია, რუსული ენა.ისტორიული საკითხების კვლევის
პარალელურად მოსწავლეებმა შეისწავლეს ცოცოხალი ორგანიზმების ევოლუციური განვითარების
პროცესი, მემკვიდრეობითობისა და გენეტიკის საკითხები, ხოლო ქართულ ენაზე შესრულებული
პროდუქტების შესაბამისად შექმნეს ბუკლეტეის, გაზეთები და საინფორმაციო ტექსტები რუსულ
ენაზეც.საგნობრივი ინტეგრირება ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და
არსებული ინტერესების დაკმაყოფილებას.
10. საკმარისია თუ არა პროექტის აქტივობებზე გათვლილი
დრო შედეგების მისაღწევად?
პროექტის შინაარსიდან
გამომდინარე დაგეგმილი აქტივობების განხორციელების,ანალიზის , შეფასებისა და დასახული
შედეგების მისაღწევად საკმარისად მიგვაჩნია სამი თვე;
11. პროექტზე მუშაობისას რისთვის უნდა მიმექცია მეტი
ყურადღება და რა გავითვალისწინო მომავალში?
პროექტით ჩატარებული აქტივობების ანალიზისა და თვითშეფასების
საფუძველზე დავასკვენით, რომ :
* მოსწავლეთა მიერ
სასურველი აქტივობის ასარჩევად უფრო მეტი ალტერნატიული ქცევის შესაძლებლობები უნდა
გაგვეთვალისწინებინა;
* ყოველი აქტივობის
ბოლოს მეტი ყურადრება უნდა დაგვეთმო მოსწავლეთა მიერ საკუთარი ქცევის რეფლექსიის პროცესისათვის,
რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პიროვნული თვითგანვითარების,თვითშეფასებისა და კრიტიკული
ანალიზის უნარების განვითარებისათვის;
* განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიგვექცია ჯგუფურ მუშაობაში არსებული პრობლემების კვლევასა
და დაძლევის მექანიზმებზე;
* მოსწავლეთა გააქტიურებისათვის
ასევე მეტად მნიშვნელოვანი იყო ფოკუს-ჯგუფებში მუშაობა, ამ მხრივ მეტი ყურადრება უნდა
მიგვექცია ჯგუფებში დისკუსიიის პროცესების წარმართვაზე;
12. გათვალიაწინებულია თუ არა მონიტორინგისა და შეფასების
სტრატეგიები და რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა შესაძლებლობებს?
პროექტში მოსწავლეებთან მუშაობისას
გამოვიყენეთ საჭიროებების განსაზღვრის
ტესტები, მიზნების დასახვისა და იდეების გენერირების ფორმები, პროგრესის მონიტორინგის ტესტები, უკუკავშირის უზრუნველყოფისათვის რეფლექსია
, თვითშეფასების და შეფასების, კრიტიკული აზროვნების და საგაკვეთილო პროცესებში მოსწავლეთა
მონაწილეობის შეფასების რუბრიკები, ინსტრუქციები წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის
ჩანაწერები,დაკვირვების დღიურები, სამუშაოების ჩამონათვალის ჩეკლისტები, ანკეტა-გამოკითხვები
და შეფასების სხვადასხვა რუბრიკები. პრეზენტაციები,
წერილობით დოკუმენტები, ან ეტაპობრივი შეფასებები,მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალა,
დაკვირვების ჩანაწერები და სხვა. პროექტის
მონაწილეები თავად ღებულობდნენ მონაწილეობას შეფასების და თვითშეფასების ფორმების შემუშავებაში
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად.
13. გათვალისწინებულია თუ არა პროექტის განხორციელების
რისკები და ხარვეზების თავიდან აცილების სტრატეგია?
პროექტის
განხორციელებისას რისკებისა
და
ხარვეზების
თავიდან
ასაცილებლად
ყურადღბა
მიექცა:
* მოსწავლეთა ინტერესებს,ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, უნარებს და ამ მხრივ არსებულ პრობლემებს;
*პროექტის აქტივობის
დაგეგმვას
,ჩატარებას
და
შეფასებას
მოსწავლეთა
მიერ
ურთიერთ
თანამშრომლობით;
*ფოკუს-ჯგუფების შექმნას სურვილისა და ინტერესების მიხედვით;
*ყოველი აქტივობის ბოლოს რეფლექსიას, კრიტიკულ ანალიზსა და თვითშეფასებას;
*შესაფერის პედაგოგიურ გარემოს, მოქმედების ალტერნატივების შექმნასა და აქტივობის თავისუფალ არჩევანს.
14, რამდენად ლოგიკურადაა აგებული პროექტი?
ჩვენი აზრით, პროექტის ყოველი აქტივობა ერთმანეთთან
ლოგიკურ კავშირშია და ერთმანეთის თანამიმდევრული გაგრძელებაა. დაწყებული ინფორმაციის
კვლევიდან დამთავრებული შეჯამებით პროექტის ყოველი აქტივობა თემასთან დაკავშირეებული
ცოდნის გაღმავებასა და განმტკიცებას ემსახურება.
15. რა იყო პროექტში ყველაზე მეტად ღირებული შედეგები
?
პროექტში უშუალოდ ჩართული იყო მე-9-10-11 კლასების
50 მოსწავლე, ხოლო სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობდა 100 -მდე მოსწავლე. პროექტის
შედეგად ამაღლდა პროექტის მონაწილე მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნებისა და პატრიოტიზმის
გრძნობა, საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას და მათ პიროვნულ-მოქალაქეობრივ
სრულყოფას. განსაკუთრებით შედეგიანი პროექტის მსვლელობაში აღმოჩნდა ექსპედიცია დმანისში,
სასწავლო -შემეცნებითი ექსკურსიები ეროვნულ და ეთნოგრაფიულ მუზეუმებში, პრეზენტაციებზე
მუშაობა , სამოდელო გაკვეთილები -„უძველესი
საქართველოს
რელიგია
და
კულტურა
(IX კლ.)
დ ა „დიაოხი
და
კოლხა
უძველესი
ადრეკლა-სობრივი სახელმწიფოები“(XI კლ.). ამ აქტივობების საშუალებით პროექტის მონაწილეებმა შექმნეს საკმაოდ ღირებული პროდუქტები, როგორიცაა:
პროექტის ბუკლეტი,გაზეთი „მამაყება,რომ ქართველი ვარ“,საინფორმაციო კოლაჟები, პრეზენტაციები,
რეფერატები,პროექტის აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელთა გამოყენება
სასწავლო პროცესში საკმაოდ შედეგიანია..
No comments:
Post a Comment