* გავეცანით ინტელის პროგრამის შინაარსს,რესურსებს. სასწავლო მასალა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია.
* განსაკუთრებით მომეწონა რესურსების ბლოკი,სადაც უამრავი მზა მასალაა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.
* საინტერესო იყო პროექტის შაბლონზე მუშაობა,როგორ შეიძლება პარარელურ რეჟიმში რამოდენიმე მასალაზე ერთდროულად მუშაობა,მასალის მონიშვნა,კომენტარის გაკეთება და გადატანა ,
* გავიხსენეთ ელექტრონულად როგორ უნდა დავაკოპიროთ და შევინახოთ საქაღალდეში ტექსტი და სურათები.
* ვიმუშავეთ დამატებით რესურსებზე და გავიხსენეთ XXI საუკუნის მოსწავლეთა უნარ - ჩვევები:

სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური
და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● საერთო
მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე
წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
No comments:
Post a Comment