Saturday, February 22, 2014

დღე მეორე

   * გავეცანით პროექტით სწავლების პროცესში როგორ უნდა მოხდეს პუბლიკაციის
მომზადება  და დაგეგმვა;
   * განვიხილეთ რამოდენიმე პუბლიკაციის - ბუკლეტის შაბლონი;
   * ვიმუშავეთ ბუკლეტზე,ავირჩიეთ პროექტის სათაური, მოვძებნეთ თემის ამსახველი ფოტომასალა და განვათავსეთ ჯერ დეკსტოპზე,შედეგ ბუკლეტის ფორმაში.
   * ვიმუშავეთ ქვესათაურებზე, მოძიებული მასალა განვათავსეთ ბუკლეტის გვერდებზე სქემატურად,
    * გავხსენით ბლოგი არჩეული პროექტის  შესაბამისად და პირველ გვერდზე განვათავსეთ პირველი დღის რეფლექსია.ამ დღით კმაყოფილი ვარ.

Wednesday, February 19, 2014

დღე პირველი

    * გავეცანით ინტელის პროგრამის შინაარსს,რესურსებს. სასწავლო მასალა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია.
    *  განსაკუთრებით მომეწონა რესურსების ბლოკი,სადაც უამრავი მზა მასალაა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.
    * საინტერესო იყო პროექტის შაბლონზე მუშაობა,როგორ შეიძლება პარარელურ რეჟიმში რამოდენიმე მასალაზე ერთდროულად მუშაობა,მასალის მონიშვნა,კომენტარის გაკეთება და გადატანა ,
     * გავიხსენეთ ელექტრონულად როგორ უნდა დავაკოპიროთ და შევინახოთ საქაღალდეში ტექსტი და სურათები.
      * ვიმუშავეთ დამატებით რესურსებზე და  გავიხსენეთ XXI საუკუნის მოსწავლეთა უნარ - ჩვევები:
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.