Sunday, March 16, 2014

მეცხრე დღე

    ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა.ბევრად განათლებული და პროფესიულად მომზადებული ვარ.ვფიქრობ შემიძლია უშიშრად შევება პროექტებს და შესაბამის აქტივობებს. ამ დღეს შეჯამებასთან ერთად განვიხილეთ ისეთი აქტივობებები,როგორიცაა:
 * ბლოგის ფორმატზე მუშაობა,ბლოგის მასალების laut-ის საშუალებით სასურველი ფორმით განლაგება გაზეთის მსგავსად;
 * ვისწავლეთ როგორ შეიძლება პორტფელიოს გადატანა ბლოგზე;
 * ბლოგზე ახალი გვერდების გახსანა და განთავსება;
 * ფოტო-ვიდეომასალის მოძებნაyotb-ის საშუალებით,მისი გადმოტვირთვა და განთავსება ბლოგზე;
 *  ტრენინგის ბოლოს მოვისმინეთ ინდივიდუალური პრეზენტაციები,რაც საკმაოდ
საინტერესო და მრავალმხრივი იყო;
       ერთი სიტყვით, ყველა საკვლევ მასალას მოვუყარეთ თავი ბლოგზე . ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ,
      უდიდესი მადლობა მინდა გდავუხადო ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი არავიაშვილს,რომელიც დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ჩვენთვის სანტერესო მასალების სწავლებას, მონდომებით და დაწვრილებით გვიხსნიდა ყოველ  ახალ მასალას.
      პროექტის მსვლელობისას მუდმივად ვგრძნობდი ჩემი კოლეგების თანადგომასა და მხარდაჭერას.მიმაჩნია,რომ პროექტით სწავლება მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია,ყველა პედაგოგმა უნდა მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში.
         დიდი მადლობა ყველას ამ ტრენინგის ორგანიზებისათვის.

მერვე დღე

* გავეცანით პორთფელიოს შედგენილობას,მის რურიკებს;
*   შევქმენით საკუთარი პორტფოლიო რუბრიკების შესაბამისად;
*პროქტის ყველა მასალა განვატავსეთ პორტფოლიოსი;
* Draiv-ზე ავტვირთეთ  პროექტისა და პრეზენტაციის ყველა მასალა;
* გავეცანით პერიოდულად როგორ შეგვიძლია მასალის დამატება პორთვოლიოს
 რუბრიკებსი:
*განვიხილეთ როგორ შეგვიძლია ატვირთული მასალის ხელმისაწვდომობა ყველასთვის;
*გავეცანით სასწავლო მასალას ფასილიტაციის შესახებ და საშინაო დავალებაც ამის შესაბამისად მივიღეთ;
*ვისაუბრეთ ფასალიტაციის პრეზენტაციაში რაზე უნდა გავამახვილოტ ყურადღება

  ამ დღითაც , როგოც ყოველტვის კმაყოფილი დავრჩი.

Saturday, March 15, 2014

მეშვიდე დღე

 
      *   განვიხილეთ პროექტის გეგმაში გაწერილი აქტივობების შეფასების ფორმები და მათი რუბრიკები,მათი შესაბამისობა თითოეული აქტივობის საჭიროებებთან.
      *  ვისაუბრეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე,სანიმუშო მოდელის შექმნაზე და მისი შეფასების რუბრიკებზე.
      *  პრეზენტაციის პროცესისათვის მნიშვნელოვანი უნარებიდან გამომდინარე სანიმუშოდ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.
      *  გავეცანით ასევე პროექტის პორტფოლიოს შედგენილობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
       ამ დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა , მაგრმ ბევრი სამუშაო მაქვს.

Wednesday, March 5, 2014

მეექვსე დღე

* ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,იმ საკითხებზე რაც არა გვქონდა შესრულებული;
* დაწვრილებით ვისაუბრეთ სასწავლო პროცედურებზე;
* ყურადღება გავამახილეთ შეფასების სისტემაზე და ფორმებზე;
* სასწავლო მასალის მიხედვით ვიმუშავეთ მე-4 მოდულზე,სასწავლო ნიმუშის
შექმნაზე;
* ვიმუშავეთ მოსწავლის მიერ პრეზენტაციის ნიმუშის შექმნაზე.

მეხუთე დღე

  * განვიხილეთ საშინაო დავალება და შევიტანეთ შესწორებები,
  *  შევისწავლეთ K-V-L ცხრილების შევსება,
  *  გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის აუცილებლობას.
  *  ვისაუბრეთ პროექტის აქტივობების შეფასებაზე.
  * ვიმუშავეთ პროექტის ფორმატზე,მოსწავლეთა სამიზნე ჯგუფების სამუშაო
    მასალაზე.

Tuesday, March 4, 2014

დღე მეოთხე

    * განვიხილეთ საკვანძო კითხვებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რჩევები,
    *  გავეცანით შეფასების ფორმებსა და რუბრიკებს,დროში გაწერილ შეფასების გეგმას, აქტივობის რა ფორმებს ვიყენებთ პროექტზე მუშაობისას : 1)დაწყებისას, 2) პროცესის განვითარებისას და 3) დამთავრებისას.
    *  ყურადღება მივაქციეთ იმას , თუ რა ფორმით ხდება მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა და აქტივობის რომელი ფორმა შეიძლება გამოვიყენოთ შეფასებისას.
    *    გავეცანით  მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებისას როგორ შეიძლება გამოვიყენოთ draiv -პროგრამა, შევისწავლეთ ამ პროგრამის საშუალებით
შეფასების ტესტების შედგენისას რამოდენიმე ვარიანტის გამოყენება და მათი გაზიარება რამოდენიმე ადრესატისათვის.
       ძალიან მომეწონა ამ პროგრამის მრავალმხრივი შესაძლებლობები.